„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ფრეზე თანახმა არ არიან, რადგან „ნაპოლი“ ჯერ კიდევ იტალიის ჩემპიონია და ეს ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.
„ნაპოლის“ უკვე აქვს საერთაშორისო პრესტიჟი და მას შემდეგ, რაც კლუბს აურელიო დე ლაურენტისი ხელმძღვანელობს, გლობალურ დონეზე მისი პოპულარობა უფრო გაიზარდა. ეს ტიტული მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მაგრამ კლუბმა ცნობადობა სკუდეტოს შემდეგ უკვე მოიპოვა.
ჩემს 23-წლიან კარიერაში მეორედ მიწევს სუპერთასისთვის ბრძოლა და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მოვიგებ. მაგრამ არ არის ბევრი მწვრთნელი, ვისაც ეს შანსი ორჯერ ჰქონია, ამიტომ მაინც კმაყოფილი ვარ და მეამაყება. თუ კარგად ვითამაშებთ, რისიც მჯერა, გუნდის თავდაჯერება სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის გაიზრდება.
ფრეზე არასდროს ვთამაშობ. არ დაგავიწყდეთ, სანამ სხვა გუნდი ოფიციალურად არ მოიგებს სკუდეტოს, ეს ბიჭები იტალიის ჩემპიონები არიან. ჩვენთვის სტიმულია ამ ფინალში თამაში და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მენტალურად „ინტერთან“ თანაბარ დონეზე ვითამაშებთ.
ნახევარფინალში „ინტერი“ დიდებული იყო, ამ გუნდთან თამაში მაშინ გვიწევს, როცა საუკეთესო ფორმაშია და თუ კარგად ვითამაშებთ, ეს მორალურადაც დაგვეხმარება. სერია A-ში 0:3 წავაგეთ, მაგრამ მეტი ბურთის ფლობა და საგოლე მომენტი გვქონდა, ვიდრე მეტოქეს, რომელმაც გოლები კონტრშეტევებზე გაიტანა. „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა გვინდა ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ამ ფინალის გმირები ვიყოთ“, - თქვა მაძარიმ.
„ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. „ნერაძურის“ იტალიის სუპერთასი შვიდჯერ აქვს მოგებული, „აძურის“ - ორჯერ.