ფეხბურთი

17:05 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Times: მოურინიო მომდევნო კვირაში სავარაუდოდ დე ლაურენტისს შეხვდება

ჟოზე მოურინიო შეიძლება მომავალი სეზონიდან „ნაპოლის“ მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.

ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიელმა საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ მუშაობაზე უარი თქვა და მას ჯერ კიდევ ევროპაში, უფრო მეტად კი იტალიაში დარჩენა სურს. როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, მოურინიო მომდევნო კვირაში შეიძლება „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდეს, რომელთანაც თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო სამი დღის წინ „რომადან“ დაითხოვეს. „ნაპოლიში“ ამჟამად ვალტერ მაძარი მუშაობს, რომელიც უდიდესი ალბათობით, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, შესაბამისად, „აძურის“ ახალი მწვრთნელის ძებნა მაინც მოუწევს.

0.116145