ფეხბურთი

16:10 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გიუნაშვილმა "ფროზინონე" დატოვა

„ფროზინონეს“ ახალგაზრდული გუნდი აკაკი გიუნაშვილმა დატოვა, რომელიც ფოთის „კოლხეთში“ დაბრუნდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

18 წლის ქართველი მცველი ბოლო სამი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ის გუნდში აღარ არის. გიუნაშვილი „ფროზინონეს“ გასულ ზაფხულს ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით შეუერთდა და ახლა ისევ ქართულ კლუბს დაუბრუნდა.

ამ პერიოდში გიუნაშვილმა „ფროზინონეს“ ახალგაზრდულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა.

0.128858