ფეხბურთი

15:30 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ალბათ, "ნაპოლის" ტაქტიკა შეიცვლება, მაგრამ ჩვენი თამაში არ უნდა შეიცვალოს"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრობენ და მისმა გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც აქამდე თამაშობდა.

„სერია A-ში „ნაპოლისთან“ მატჩის წინ მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდა, ვიდრე ახლა გვაქვს, მაგრამ „ნაპოლიც“ იგივე მდგომარეობაში იყო. ალბათ, „ნაპოლის“ ტაქტიკა შეიცვლება, მაგრამ არ უნდა შეიცვალოს ჩვენი ინტენსივობა. ფინალებში პატარა დეტალებიც მნიშვნელოვანია და ყურადღება მივაქციოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით.

ახლა მხოლოდ სუპერთასის ფინალზე ვფიქრობთ, ამის შემდეგ ვიფიქრებთ სერია A-ზე, სადაც კონკურენცია მაღალია და საინტერესო ბრძოლა გველოდება. რეკორდი? პირად რეკორდზე არ ვფიქრობ, ცხადია, სასიამოვნო იქნება, მაგრამ მთავარი „ინტერის“ გამარჯვებაა“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი გამარჯვების შემთხვევაში იტალიის სუპერთასზე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდება (5 ტიტული), რითაც მარჩელო ლიპის და ფაბიო კაპელოს გადაასწრებს.

„ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. „ნერაძურის“ იტალიის სუპერთასი შვიდჯერ აქვს მოგებული, „აძურის“ - ორჯერ.

0.120287