ფეხბურთი

13:54 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

უსმანე კამარა "დინამოდან" "ასტანაში" გადავიდა

„დინამო თბილისი“ უსმანე კამარამ დატოვა, რომელიც კარიერას „ასტანაში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გვინეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ყაზახებმა ნახევარ მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები გადაიხადეს.

უსმანე კამარა „დინამო თბილისში“ ბოლო ორი სეზონია თამაშობდა და 85 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დილას“, „ვალერენგას“, „ესკილსტუნას“ ღირსებას იცავდა.

0.114108