ფეხბურთი

0:09 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტოუნი დაბრუნდა და გაიტანა

„ბრენტფორდის" თავდამსხმელი აივენ ტოუნი პრემიერლიგის 21-ე ტურში „ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ მატჩში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

27 წლის ინგლისელი მოედანზე ამ სეზონში პირველად გავიდა. ბოლოს მან გასული წლის მაისში ითამაშა. შემდეგ ფორვარდს 8 თვით ჩამოერთვა ასპარეზობის უფლება სპორტზე უკანონო ფსონების დადების გამო.

ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის ვადა 16 იანვარს დასრულდა. დღეს ტოუნიმ გოლიც გაიტანა, „ბრენტფორდმა“ კი დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა „ნოტინგემ ფორესტი.“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088813