ბუნდესლიგის მე-18 ტურის შაბათის სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა.
გვიან შეხვედრაში ლიდერმა „ლევერკუზენმა“ სტუმრად „ლაიფციგი“ დაამარცხა (2:3) და უშუალო მდევარ „ბაიენს“ 7 ქულით გაისწრო, თუმცა ბავარიელებმა ორი მატჩით ნაკლები ითამაშეს.
შეხვედრა დრამატული გამოდგა, ლაიფციგელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც სტუმრებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი ბურთი 91-ე წუთზე ეკვადორელმა პიერო ინკაპიემ გაიტანა.
მესამე ადგილზე მყოფმა „შტუტგარტმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ამჯერად სებასტიან ჰიონესის შეგირდები „ბოხუმთან“ დამრცხდნენ. დრთადერთი ბურთი 50-ე წუთზე სლოვაკმა მატუშ ბერომ შეაგდო.
„დორტმუნდმა“ სტუმრად აუტსაიდერი „კიოლნი“ 0:4 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. დუბლი მიითვალა ნიდერლანდელმა დონიელ მალენმა.თითოც ნიკლას ფულკრუგმა და იუსუფა მუკოკომ შეაგდეს.
„დორტმუნდმა“ 33 ქულა მოაგროვა და მეოთხეადგილოსან „ლაიფციგს“ დაეწია.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-18 ტური. 20 იანვარი: ლაიფციგი - ლევერკუზენი 2:3, ბოხუმი - შტუტგარტი 1:0, დარმშტადტი - აინტრახტი 2:2, კიოლნი - დორტმუნდი 0:4, ფრაიბურგი - ჰოფენჰაიმი 3:2, ჰაიდენჰაიმი - ვოლფსბურგი 1:1