ფეხბურთი

23:44 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, მამარდაშვილი ისევ შესანიშნავი იყო

ესპანური პრიმერას 21-ე ტურში „ვალენსიამ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და უგო დუროს გოლით 1:0 დაამარცხა. ახლა რუბენ ბარახას გუნდი უკვე ხუთი მატჩია პრიმერაში აღარ დამარცხებულა, მეტიც, ამ ხუთიდან ოთხი თამაში ზედიზედ მოიგო და 32 ქულით ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

„ღამურების“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამჯერადაც ჩინებულად გაირჯა. მის ანგარიშზე 3 მოგერიებაა. მიმდინარე სეზონში კი შვიდი „მშრალი“ მატჩი მოუგროვდა. გიორგიმ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.

0.118507