ფეხბურთი

21:24 | 20.01.2024 | ნანახია 885 - ჯერ

აფრიკის თასის მატჩში ალჟირი ბურკინა ფასოს დაუზავდა

აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ალჟირის ნაკრებმა ბურკინა ფასოსთან ფრედ ითამაშა - 2:2.

ალჟირელებისთვის დუბლი ბაღდად ბუნეჯამ შეასრულა. ბურკინაფასოელთა შემადგენლობაში მოჰამედ კონატემ და ბერტრან ტრაორემ (თერთმეტმეტრიანით) გამოიჩინეს თავი.

D ჯგუფს 4 ქულით ბურკინა ფასო ლიდერობს, 2 ქულა აქვს ალჟირს და მე-2 ადგილზეა. 1-ქულიანი ანგოლა მესამეა, უქულო მავრიტანია - მეოთხეზე. თუმცა ამ ორმა მხოლოდ თითო მატჩი ჩაატარეს. მათი მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065264
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
885