ფეხბურთი

20:25 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდმა“ აუტსაიდერი გაანადგურა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის შაბათის სათამაშო დღეს 6 მატჩი იმართება. ოთხი უკვე დასრულდა. დორტმუნდის „ბორუსიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კიოლნი“ 0:4 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. დუბლი მიითვალა ნიდერლანდელმა დონიელ მალენმა.თითოც ნიკლას ფულკრუგმა და იუსუფა მუკოკომ შეაგდეს.

„დორტმუნდმა“ 33 ქულა მოაგროვა და მეოთხეადგილოსან „ლაიფციგს“ დაეწია,თუმცა დღის გვიან მატჩში აღმოსავლეთგერმანელები ლიდერ „ლევერკუზენს“ უმასპინძლებენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-18 ტური. 20 იანვარი: დარმშტადტი - აინტრახტი 2:2, კიოლნი - დორტმუნდი 0:4, ფრაიბურგი - ჰოფენჰაიმი 3:2, ჰაიდენჰაიმი - ვოლფსბურგი 1:1, ბოხუმი - შტუტგარტი ამ წუთებში მიმდინარეობს, ლაიფციგი - ლევერკუზენი მოგვიანებით გაიმარება.

0.112905