ფეხბურთი

19:45 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ „კრისტალ პალასი“ დაამარცხა და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე დადგა

დღეს, 20 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში „არსენალმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასაწყისში, მე-11 წუთზე, მატჩის ანგარიში „არსენალის“ მცველმა გაბრიელმა გახსნა. 37-ე წუთზე სტუმართა მეკარე დინ ჰენდერსონმა ავტოგოლი გაიტანა. მეორე ტაიმში, მატჩის 59-ე წუთზე, თავდამსხმელმა ლეანდრო ტროსარმა „არსენალის“ მესამე გოლი შეაგდო. შეხვედრის მიწურულს, 94-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ მეოთხე გოლი გაიტანა, 95-ზე კი დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 5:0 დააფიქსირა.

ამ შეხვედრის შედეგის შემდეგ „არსენალმა“ 21 შეხვედრიდან 43 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე დადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123938