„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნებას ყველანაირად ეცდება. როგორც ფრანგული მედია წერს, პარიზელები მზად არიან კილიანს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
პსჟ-ს ხელმძღვანელობა მზადაა მბაპეს 4-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მას სხვაგან შესთავაზებენ. ჯერჯერობით, ფეხბურთელის პასუხი უცნობია. ფრანგს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და 285 შეხვედრაში 238 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მონაკოს“ რიგებში ირჯებოდა.