კალათბურთი

13:47 | 20.01.2024 | ნანახია 485 - ჯერ

გოგა ბითაძის 2 ქულა და "ორლანდოს" მარცხი "ფილადელფიასთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ 109:124 წააგო. მასპინძლებმა მეორე პერიოდი ჩააგდეს, რაც საბოლოო ჯამში მარცხის ფასად დაუჯდათ.

ბითაძემ მოედანზე 15:35 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჟოელ ემბიდი იყო, რომელმაც „ფილას“ 36 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 20 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი შინ 22 იანვარს, „მაიამისთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064361
485