ფეხბურთი

0:57 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "სასიამოვნო იყო გოლების და გამარჯვების გემოს განცდა"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ესპერანჟესთან“ (4:1) დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა სპარინგში თავის გამოჩენის შემდეგ, რომელიც მისთვის აგვისტოს მერე პირველი საკლუბო გოლები იყო, კომენტარი გააკეთა:

„სასიამოვნო იყო, ველოდი, რომ თამაშზე გადამწყვეტ გავლენას მოვახდენდი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. ჩემპიონატში საბრძოლველად უნდა ვიმუშაოთ. სასიამოვნო იყო გოლის და გამარჯვების გემოს განცდა“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ ლიგა 1-ის ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, რის შედეგადაც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბდულიე ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112175