აფრიკის თასის მეორე ტურში სენეგალის ნაკრებმა კამერუნს დამაჯერებლად 3:1 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ალიუ სისეს გუნდი მატჩის დასაწყისშივე ისმაილა სარმა დააწინაურა, მეორე ნახევარში კი ჰაბიბ დიალომ სხვაობა გააორმაგა. ჟან კასტელეტომ 83-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სადიო მანემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
სენეგალი 6 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო კამერუნს აქტივში მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ტურში გამბიასთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.