დუბაიში ტრადიციული Globe Soccer Awards-ი გაიმართა, რომლის ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.
ჯილდოს გარეშე Globe Soccer Awards-ზე ტრადიციულად არ დარჩენილა კრიშტიანუ რონალდუ, უფრო მეტიც, მან ყველაზე მეტი, სამი ჯილდო მიიღო.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულები:
2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)
ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)
წლის საუკეთესო მეკარე: ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
წლის საუკეთესო ნახევარმცველი: როდრი (მანჩესტერ სიტი)
წლის განვითარებადი ფეხბურთელი: ჯუდ ბელინგემი (რეალი)
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
ჯილდო საფეხბურთო კარიერისთვის: ჯონ ტერი
ჯილდო კარიერისთვის: კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდი: ალ-აჰლი (ეგვიპტე)
ქალთა საუკეთესო გუნდი: ბარსელონა (ესპანეთი)
მამაკაცთა საუკეთესო კლუბი: მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ჯილდო სამწვრთნელო კარიერისთვის: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები)
წლის საუკეთესო მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
წლის პრეზიდენტი: ხალდოონ ალ მუბარაქი (მანჩესტერ სიტი)
წლის აგენტი: ჟორჟე მენდეში
წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი: კრისტიანო ჯუნტოლი (იუვენტუსი)