ფეხბურთი

21:30 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არ ვიცი, სალაჰს როგორი ტრავმა აქვს, მაგრამ შოკირებული იყო"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის ტრავმაზე ისაუბრა, რომელმაც დაზიანება აფრიკის თასზე მიიღო.

გერმანელმა სპეციალისტმა ჯერ არ იცის, კონკრეტულად რა დაზიანება აქვს მისი გუნდის ლიდერს:

„არაფერი ვიცით, გუშინ საღამოს ვესაუბრე და გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ. სალაჰი რა თქმა უნდა, არ არის ბედნიერი, მეტიც, მითხრა, რომ შოკირებულია, ვერ ხვდება ასეთი ძლიერი ტკივილი რატომ აქვს. შეიძლება ბარძაყის ტრავმა იყოს, მაგრამ ახლა სხვას ვერაფერს ვიტყვი“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა ტრავმა ეგვიპტისა და განის ნაკრებების მატჩში (2:2) მიიღო.

0.120168