ფეხბურთი

20:54 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის ტრანსფერში ფინანსური დარღვევების საქმეზე დე ლაურენტისი ეჭვმიტანილია

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კაპიტალის მოგების საქმეზე ეჭვმიტანილია.

იტალიური მედიის ცნობით. რომის პროკურატურამ საქმის შესწავლის შემდეგ ეჭვმიტანილთა სიაში დე ლაურენტისი, მისი მეუღლე, მისი ორი შვილი და ასევე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაში მომუშავე რამდენიმე ადამიანი შეიყვანა.

გამოძიება გაგრძელდება და დე ლაურენტისს შეკითხვებზე პასუხების გაცემაც მოუწევს. საქმე ეხება ვიტორ ოსიმენის ტრანსფერს.

2020 წელს „ნაპოლიმ“ „ლილიდან“ ნიგერიელი ფორვარდი 71 მილიონ ევროდ დაიმატა, საიდანაც 50 მილიონი ფრანგულ კლუბს გადაუხადა, მაგრამ დანარჩენი 21 მილიონი ოთხ ფეხბურთელში გამოქვითა. ეს ფეხბურთელები არიან ორესტის კარნეზისი, ლუიჯი ლიგუორი, ჩირო პალმიერი და კლაუდიო მანცი. არც ერთ მათგანს „ლილს“ მატჩიც არ ჩაუტარებია. კარნეზისის გარდა, დანარჩენები კი, პროფესიონალი ფეხბურთელები საერთოდ არ არიან.

ჯერჯერობით, უცნობია, რა სასჯელი ელოდება დე ლაურენტისს და „ნაპოლის“, მაგრამ შარშან კაპიტალის მოგების საქმესა და ყალბ ხარჯთაღრიცვაზე „იუვენტუსს“ 10 ქულა დააკლეს.

0.10294