ფეხბურთი

20:20 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ელიტონ ჟუნიორი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჟუნიორი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ კუპსის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე.

ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ ვარბერგს ეკუთვნოდა, რომელშიც ის რედ ბულ ბრასილიდან (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.

მანამდე „ტორპედომ“ გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი ჟორჟინიო დაიმატა.

0.113024