ფეხბურთი

18:50 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ივან პერიშიჩი ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს

ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას სპლიტის „ჰაიდუკში“ გააგრძელებს.

პერიშიჩს პროფესიონალურ კარიერაში ხორვატიაში არასდროს უთამაშია, მაგრამ „ჰაიდუკის“ აკადემიაში 2000-2006 წლებში ირიცხებოდა, ასე რომ, მისთვის მშობლიური გუნდია. სპლიტელთა რიგებში თამაშობს კიდევ ერთი ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი.

ივანი „ჰაიდუკში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ზაფხულში კი ხორვატებს მისი გამოსყიდვის ვარიანტიც ექნებათ.

ივან პერიშიჩს აქამდე „რუზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგში“, „ინტერსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია, ხოლო 2022 წლიდან „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა.

0.103257