ქუთაისის „ტორპედომ“ შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო დაიმატა.
28 წლის გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია.
ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.
კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: სენტ-ეტიენი, ცსკა სოფია, ლუდოგორეცი და ვისლა, ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.