დამდეგ უიქ-ენდზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ტური არ გაიმართება, პაუზით კი „მეცმა“ ისარგებლა და ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგულ „ჰესპერანჟესთან“ გამართა, რომელიც 4:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.
ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ქართველმა ფორვარდმა 59-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო 75-ე წუთზე პენალტით მეორედ გამოიჩინა თავი (3:1). მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ ეს გიორგის პირველი გოლებია „მეცში“ დაბრუნების შემდეგ. გოლების გარდა, ქართველმა შემტევმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
მოგეხსენებათ, მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ ტურში „ტულუზასთან“ ითამაშა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად „ნიცასთან“ გამართავს.