სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:28 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალში ქუთაისი კავკასიას დაუპირისპირდება

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირის ფინალში “ქუთაისი 2010” და “კავასია” შეხვდებიან. ქუთაისელებს აღნიშნული ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ (2016, 2017, 2018, 2021, 2022) აქვთ მოგებული, ბევრად მოკლე ისტორიის მქონე კავკასია კი მემორიალის ფინალში პირველადაა.

18 იანვარს თბილისი არენაზე პირველ ნახევარფინალში ქუთაისი და თსუ შეხვდნენ. ორივე გუნდს დანაკლისი ჰქონდა, თუმცა თსუ-ს განსაკუთრებულად. სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი ტურძილაძე და კახა ჯინჭარაძე აკლდნენ, ხოლო ქუთაისს – გიორგი კორსანტია. ეს ყველაზერი შედეგზეც აისახა და იმერულმა კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, ბრძოლა ფატობრივად არ შემდგარა. პირველ ტაიმში მიხეილ ბერიშვილის 5-ში 5 სამქულიანი ქუთაისისთვის დიდი შეღავათი, თსუ-სთვის კი თავსატეხი გამოდგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისი დიდი შესვენებისთვის 23 ქულით იგებდა, რითაც ფაქტობრივად მატჩის ბედი გარკვეული იყო. უნივერსიტეტელთა მწვრთნელმა ცდა არ დააკლო, მაგრამ თამაშის შემოსაბრუნებლად რესურსი არ ეყო. თსუ-მ ბოლო პერიოდში დიდად მოინდომა, თუმცა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა.

საბოლოოდ ქუთაისმა 105:93 (სტატისტიკა) მოიგო და სატიტულო მატჩში ადგილი დაიბევა. გამარჯვებულებს 25 ქულითა და 7 მოხსნით ახალგაზრდა გიორგი სულაბერიძემ ულიდერა. 19 ქულა დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. თსუ-ში 21 ქულით საუკეთესო იყო კამერონ კრენსტონი. დუეინ გუდმენის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

მეორე ნახევარფნალში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა თბილისის “რაშმა” არაფერი არ დათმო. პირიქით, ბოლომდე იბრძოლა და გადამწყვეტ მომენტში გამარჯვების შანსიც ჰქონდა, როცა 13-ქულიანი ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო წუთზე უფრო მობილიზებული კავკასია აღმოჩნდა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა, ჯავაუნ დანიელსმა საჯარიმოები ზუსტად შეასრულეს და ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავასია მიუხვდომელი გახადეს. საბოლოოდ კავკკასიელებმა 101:94 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დანიელსი, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 18 ქულა ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილს, ხოლო ლუკა მაზიაშვილმა შეხვედრა 14 ქულით, 9 პასითა და 7 მოხსნით დაასრულა. რაშს ერიკ ფრედერიკმა ულიდერა – 30 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი. 20 ქულა დააგროვა ევან მილიგანმა.

ფინალური მატჩი, რომელშიც საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური თასისთვის ქუთაისი და კავკასია შეხვდებიან, 20 იანვარს, თბილისი არენაზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121267