ფეხბურთი

1:40 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტე და განა დაზავდნენ: სალაჰმა ტრავმა მიიღო

აფრიკის თასის მეორე ტურში ეგვიპტის და განის ნაკრებთა მატჩი გაიმართა, რომელიც ტურში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა.

განელები ორჯერ იგებდნენ მოჰამედ კუდუსის დუბლით, მაგრამ უპირატესობას ვერც ერთხელ შეინარჩუნეს. ჯერ მარმუშმა გაათანაბრა, მერე კი მოსტაფა მოჰამედმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს მოჰამედ სალაჰი, რომელიც დაშავდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ეგვიპტელი ვარსკვლავის დაზიანება.

ორი ტურის შემდეგ ეგვიპტეს 2 ქულა აქვს, განას - 1. ბოლო ტური ორივესთვის გადამწყვეტია: განა მოზამბიკს, ხოლო ეგვიპტე კაპო ვერდეს შეხვდება.

0.117557