ფეხბურთი

2:21 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "კვარაცხელიას სპალეტის პერიოდშიც იგივე ფუნქციები ჰქონდა, რაც დღეს აქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

„აძურის“ თავკაცი არ დაეთანხმა ჟურნალისტს, რომლის აზრით, ხვიჩას ახალ სქემაში უფრო მეტად მოუწია დაცვითი ფუნქციების შესრულება:

„არ ვიცი, რას გულისხმობთ. თუ გავიხსენებთ, სპალეტის პერიოდში დაცვით ფაზაში იგივე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ში სამი თავდამსხმელი იმავეს აკეთებს, რასაც 4-3-3-ში აკეთებს. ის დაგვეხმარა დაცვაში, როგორც შარშან აკეთებდა. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი არ ჩანდა, რადგან „ფიორენტინა“ პერსონალურ დაცვას თამაშობდა“, - აღნიშნა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში 22 იანვარს „ინტერს“ ან „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

0.11555