რაგბი

17:00 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს და „შავ ლომს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - რიჩარდ კოკერილი. მან საქართველოს რაგბის კავშირთან 1+3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის წლების განმავლობაში იყო ფრანგული ტულონის, მონპელიესა და შოტლანდიური ედინბურგის მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა ლესტერ ტაიგერსისა და კლერმონის ღირსებას. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული.

RUGBY.GE

0.12074