ჯიმი ტაბიძე კარიერას „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს. ბერძნულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ტაბიძემ „პანეტოლიკოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით და 4-ნომრიანი მაისური მოირგო.
ჯიმის „საბურთალოში“, „გენტში“, „უფაში“, „კორტრაიკსა“ და „დინამო თბილისში“ უთამაშია, ხოლო ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო. საქართველოს ნაკრებში მას 15 მატჩი აქვს ჩატარებული.
„პანეტოლიკოსში“ ლევან შენგელიაც თამაშობს. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზეა.