ცნობილი სერბი მწვრთნელი დეიან მილოიევიჩი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლოს „გოლდენ სტეიტში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
„იუტა ჯაზთან“ მატჩის წინ მილოიეივიჩი მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც თამაშიც გადაიდო. სერბი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
მილოიევიჩი „მეგა ბიმაქსში“ გოგა ბითაძის მთავარი მწვრთნელიც იყო. მას არაერთ ცნობილ კალათბურთელთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის ნიკოლა იოკიჩთან, ივიცა ზუბაჩთან და ვლატკო ჩანჩართან.
დეიან მილოიევიჩი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში „ბუდუჩნოსტის“, ბელგრადის „პარტიზანის“, „ვალენსიას“ და „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა. სამწვრთნელო კარიერაში კი, გოლდენ სტეიტამდე, მეგა ბიმაქსის და ბუდუჩნოსთვის მთავარი მწვრთნელი იყო. მოგეხსენებათ, „გოლდენ სტეიტში“ ამჟამად ზაზა ფაჩულია მუშაობს.