ფეხბურთი

1:10 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ესპანეთის თასს გამოეთიშა, მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყო

„ვალენსია“ ესპანეთის თასის გათამაშებას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. რუბენ ბარახას გუნდმა შინ ვიგოს „სელტასთან“ წააგო.

ლუკა დე ლა ტორესა და ანასტასიოს დუვიკასის გოლებით რაფა ბენიტესის გუნდი საწყის 18 წუთში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. პირველივე ტაიმში პეპელუმ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მასპინძელთა მაქსიმუმი გამოდგა. მე-80 წუთზე კი დუვიკასმა დუბლი შეასრულა და „სელტამ“ 3:1 გაიმარჯვა, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

„ვალენსიას“ რიგებში სათადარიგო სკამზე იყო გიორგი მამარდაშვილი. ქართველ მეკარეს სათასო მატჩებში ბარახა მიმდინარე სეზონში დასვენების საშუალებას აძლევდა, ლა ლიგაში კი ის შეუცვლელად თამაშობს.

0.124458