ესპანელი მცველი სერხიო რეგილონი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის ფეხბურთელი „ფუტკრებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
სერხიო რეგილონი ბოლოს „მანჩესტერში“ თამაშობდა, მანამდე „ატლეტიკოს“, „ტოტენჰემის“, „სევილიას“, „რეალის“ და „ლეგრონესის“ ღირსებას იცავდა.