აფრიკის თასზე წარმატებული სტარტი აიღო ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მაროკოს ნაკრებმა, რომელმაც პირველ ტურში ტანზანია ადვილად დაამარცხა.
მაროკოელებმა პირველი ტაიმი რომან საისის გოლით მოიგეს, ხოლო მატჩის მიწურულს უპირატესობა აზედინ უნაჰისა და იუსეფ ენ ნესირის გოლებით კიდევ უფრო გაზარდეს - 3:0.
მაროკოს ნაკრები აფრიკის თასის მეორე ტურში 21 იანვარს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.