„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ Mediaset-ს მოკლე ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, კვარას მხოლოდ ძველი ბრწყინვალების დაბრუნება სჭირდება და შემდეგ ყველაფერი თავისთავად კარგად წარიმართება.
„კვარამ უნდა დაიბრუნოს ის ბრწყინვალება, რაც ჰქონდა, მერე ყველაფერი თავისთავად მოვა. როგორც კი ის განიბლოკება, ყველაფერი კარგად იქნება, საკმარისია პატარა ნაპერწკალიც. იმედი მაქვს, რომ მსაჯები საუკეთესოდ შეასრულებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.