„ალ-ჰილალმა“ ბრაზილიელი მცველი რენან ლოდი დაიმატა. არაბულმა კლუბმა ტრანსფერი ოფოციალურად დაადასტურა.
„მარსელმა“ ლოდინის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო, სამხრეთამერიკელთან და საუდელებმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
რენან ლოდიმ მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ის „ნოტინგემის“ და „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.