იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფიფას დაჯილდოებაზე, სადაც წლის სამ საუკეთესო მწვრთნელში მოხვდა პეპ გვარდიოლასა და სიმონე ინძაგისთან ერთად, კომენტარი გააკეთა. მან „ნაპოლიც“ ახსენა და თქვა, რომ ეს გუნდი მისთვის განსაკუთრებულია.
„ჩემთვის ამ პოდიუმზე ყოფნა უკვე გამარჯვებაა. იტალიური ფეხბურთისთვის საამაყოა ასეთ ჯილდოზე ორი იტალიელი მწვრთნელის ყოფნა, საუკეთესოსთან ახლოს, რომელიც პეპია. ბედნიერი ვარ იმის გამოც, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებიც დააფასეს იმ ფეხბურთის გამო, რომელიც შარშან ვითამაშეთ. მათ საუკეთესო წელი მაჩუქეს და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.
იტალიის სუპერთასი? სიამოვნებით ვუყურებ, რადგან ჩემთვის „ნაპოლი“ იყო და არის რაღაც განსაკუთრებული. მიყვარს ისინი“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.