მიუნხენის „ბაიერნს“ მატაის დე ლიხტი გამოაკლდა. ნიდერლანდელმა მცველმა დაზიანება პორტუგალიურ შეკრებაზე მიიღო, რის გამოც გარკვეული ხნით უქმობა მოუწევს.
„ბაიერნის“ განცხადებაში არ არის აღნიშნული, ზუსტად რა დრო გაუცდება დე ლიხტს, მაგრამ გერმანული მედია ვარაუდობს, რომ შეიძლება ტრავმა სერიოზული იყოს, რის გამოც „რეკორდმაისტერი“ ახალ მცველს ეძებს.
„ბაიერნს“ დაუკავშირეს „ტორინოს“ მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელსაც ტურინელები 35-40 მილიონ ევროდ აფასებენ. ბონჯორნო „ტორინოში“ საბა საზონოვის უშუალო კონკურენტია და შესანიშნავ სეზონს ატარებს. 24 წლის მცველით „მილანიცაა“ დაინტერესებული.