ფეხბურთი

11:00 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "პრემიერლიგაში თამაში? ჯერ სხვა გეგმები მაქვს, როცა დრო მოვა, გაიგებთ"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Sky Sport-ს უთხრა, რომ პრემიერლიგაში თამაში სურს, მაგრამ ჯერჯერობით, სხვა გეგმები აქვს.

„რა თქმა უნდა, ერთ დღეს მინდა პრემიერლიგაში ვითამაშო, მაგრამ კარიერასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, სხვა გეგმები მაქვს. თუმცა, როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ.

ბედნიერი ვარ დე ლაურენტისთან მუშაობით, ჩვენ ნამდვილად შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან, მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ. მის ოჯახთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, პრობლემები არასდროს გვქონია და მეც მაქსიმუმი გავაკეთე სკუდეტოს მოსაგებად“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმად წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.106892