ტურინული გამოცემები საბა საზონოვის შესახებ წერენ. ქართველი მცველი ორი თვე უთამაშებელი იყო, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ადგილობრივმა გამოცემებმა დაწერეს:
„ჯენოასთან“ მატჩში ივან იურიჩმა ჯიჯის ნაცვლად 84-ე წუთზე საბა საზონოვი ჩართო თამაშში და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა „ნაპოლისთან“ საშინაო მატჩის შემდეგ. შესაბამისად, ქართველმა ზედიზედ ორ შეხვედრაში ითამაშა, რომელიც ნელ-ნელა მოედანზე ბრუნდება ორთვიანი პერიოდის შემდეგ, როდესაც ერთი წუთიც არ უთამაშია.
თანდათან იურიჩი როტაციაში აბრუნებს საზონოვს, რომლის მიმართ საქებარი სიტყვები მწვრთნელმა არაერთხელ თქვა: „მას გასაოცარი მენტალიტეტი აქვს, ყოველდღე გაუმჯობესება სურს. წინ დიდ ნაბიჯებს დგას და ადვილი არ არის მისი უთამაშებლობა. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში დაგვეხმარება“, - განაცხადა ხორვატმა მწვრთნელმა, როდესაც ის დავიდ ზიმას ამჯობინა, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ამ მომენტში ძირითადი შემადგენლობის წევრების შემდეგ საზონოვი დაცვაში პირველი არჩევანია“, - წერს Toronews.
კიდევ ერთი ტურინული გამოცემა Toro.it კი წერს, რომ ჯერ საზონოვის დრო არ მოსულა, რადგან „ტორინოს“ დაცვა ძალიან კარგად გამოიყურება:
„ტორინომ“ 20 მატჩიდან 10-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ასეთი დაცვის ფონზე დავიდ ზიმას და საბა საზონოვს ძირითად მოხვედრა ურთულდებათ. საზონოვი ზაფხულში მოსკოვის „დინამოდან“ 2.75 მილიონ ევროდ მოვიდა. იურიჩს მოსწონს მისი მუშაობა, მაგრამ ჯერ მზად არ არის. სულ 5 მატჩი ჩაატარა, „ვერონასთან“ ძირითადში იყო, მაგრამ 27 წუთის შემდეგ ტრავმის გამო მოედანი დატოვა. „მონცა“ – „ტორინოს“ მატჩის შემდეგ ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა. ჯერ მისი დრო არ მოსულა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ბოლო ორი მატჩი ითამაშა, თუმცა, ორჯერვე მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა გავიდეთ
ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...
ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.
დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.
მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD
რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან