ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდში მიმდინარე ტურნირზე (M25) პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ბრიტანელ პატრიკ ფოლის დაუპირისპირდა და 2 სეტში 7:6, 6:4 გაიმარჯვა.
28 წლის სპორტსმენს მასპინძელის დასამარცხებლად საათი და 45 წუთი ეყო. შედარებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე 7-2 მოიგო.
ქართველი მერვედფინალშია გასული და მეტოქეს ელოდება, რომელიც იტალიელ ფაუსტო ტობაკოსა და ფრანგ დან ედედს შორის გამარჯვებულს იქნება.