„ნაპოლი“ „ვერონას“ შემტევი ნახევარმცველის, სირილ ნგონჟეს გაფორმებასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
„ვერონა“ 23 წლის ბელგიელში ბონუსების ჩათვლით თითქმის 18 მილიონ ევრომდე მიიღებს. ნგონჟემ სამედიცინო შემოწმება უახლოეს ხანში უნდა გაიაროს, რის შემდგომაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.
„ნაპოლიმ“ მიმდინარე თვეში უკვე დაიმატა პასკუალე მაძოკი, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის ჰამედ ტრაორე, ხოლო ბელგიელი ვალტერ მაძარის გუნდის მესამე ახალწვეული გახდება.
მიმდინარე სეზონში სირილ ნგონჟემ „ვერონას“ მაისურით 21 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა. მას „ბრიუგეში“, პსვ ეინდჰოვენში, „ვალვაიკსა“ და „გრონინგენში“ აქვს ნათამაშები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც უფრო მალე მით უკეთესი
მაგრამ კვარა უნდა წავიდეს აქედან
დანარჩენ რგოლშიც არ აქვთ კარგათ საქმე
მეჯარეც სუსტი ყავთ
მანდ სჭირდება აშკარად გაძლიერება
წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა