ფეხბურთი

15:38 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა რატომ არ მივიდა მესი ფიფას დაჯილდოების ცერემონიაზე

მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გადაწყვიტა არ დასწრებოდა ფიფას დაჯილდოების ცერემონიას, რის შემდეგაც იგი 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მიზეზი? არ სურდა ამერიკული კლუბის ვარჯიშების გამოტოვება - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი გილემ ბალაგე.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი საუკეთესოდ მოემზადოს მაიამის „ინტერის“ ახალი სეზონისთვის. თავის მხრივ, გუშინ, 15 იანვარს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე დასწრებას შეეძლო მესის სავარჯიშო პროცესის რამდენიმე დღით შეეფერხებინა.

ხაზგასმულია, რომ 36 წლის ფეხბურთელი დიდი პასუხისმგებელობით ეკიდება მაიამის „ინტერთან“ ერთად წინასასეზონო ვარჯიშებს, რადგან მას სურს სწრაფად მოერგოს MLS-ის კალენდარს, რომელიც განსხვავდება ევროპულისგან.

0.113745