ფეხბურთი

14:12 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი გახდება

„რომას" ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიუ დღეს (16 იანვარს) გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს ტვიტერზე.

წყაროს ცნობით, დე როსი კლუბს მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რომას“ ხელმძღვანელობას უაღრესად მიმზიდველად მიაჩნია დე როსის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოწვევა, რადგან მიაჩნია, რომ მას შეუძლია. უზრუნველყოს ძლიერი კავშირი კლუბსა და გულშემატკივრებს შორის.

დე როსი რომაში 2002 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 616 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 63 ბურთი გაიტანა და 60 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სერია A-ს 20 ტურის შემდეგ რომაულ კლუბს 29 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

0.120137