ფეხბურთი

13:51 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ მოურინიუ დაითხოვა

„რომამ“ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პოსტიდან დათხოვნის შესახებ გამოაცხადა.

„რომა“ აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიუ და მისი ტექნიკური შტაბი კლუბს დაუყოვნებლივ ტოვებენ. პირველი გუნდის ახალ სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებით დამატებითი სიახლეები მალე გაცხადდება.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჟოზეს ყველა ჩვენთაგანის სახელით იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გამოიჩინა კლუბში შესვლის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის გვექნება საუკეთესო მოგონებები „რომაში“ მის მიერ გატარებული პერიოდის შესახებ. მაგრამ გვჯერა, რომ დაუყოვნებლივი ცვლილებები კლუბის ინტერესებშია.

ჟოზეს და მის თანაშემწეებს წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - ციტირებს „მგლების“ ხელმძღვანელობას რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოურინიუს ურთიერთობა გაუუარესდა „რომას“ პრეზიდენტ დენ ფრიდკინთან გუნდის შედეგების გამო.

იტალიის ჩემპიონატის 20 ტურის შემდეგ „რომამ“ 29 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა.

პორტუგალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბს 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. 2021/2022 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „რომამ“ უეფას კონფერენს ლიგა მოიგო. 2022/2023 წლების სეზონში კი „მგლები“ ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ.

0.114775