ფეხბურთი

11:23 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ და სამი ფრანგი

14 იანვარს „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „რომა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

„წითელ-შავებში“ გოლები მცველებმა იასინ ადლიმ და თეო ერნანდესმა, ასევე თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ გაიტანეს. ამრიგად, „მილანი“ გახდა პირველი კლუბი სერია A-ს ისტორიაში, რომლისთვისაც ერთ მატჩში სამმა ფრანგმა გაიტანა გოლი, იუწყება Opta Sport.

20 ტურის შემდეგ „მილანი“ სერია A-ში 46 ქულით მესამე ადგილზეა. ჩემპიონატს „ინტერი“ ლიდერობს (51 ქულა).

0.113714