იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ფიფას 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კენჭისყრისას „ნაპოლის“ მოთამაშე მსოფლიოს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის დაასახელა.
სპალეტიმ პირველ ადგილზე მაიამის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი დააყენა. მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე. მესამე ადგილი კი „ნაპოლის“ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს დაუთმო. მის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ნომინაციაში მესიმ გაიმარჯვა. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ მივიდა.