ფეხბურთი

10:07 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ხვიჩა კვარაცხელიათი და ორი სხვა გარემარბით დაინტერესდა

„მანჩესტერ სიტი" იკვლევს გარემარბების ბაზარს, რომლებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ გუნდს - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, მთავარ პრეტენდენტებს შორის არიან პედრო ნეტო „ვულვერჰემპტონიდან,“ სავიო „ჟირონადან“ და ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან.“ თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი ბოლო თვეებში შემცირდა.

ნეტომ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის პორტუგალიელის მიმართ ინტერესს „არსენალიც“ იჩენს.

City Football Group-მა, რომელიც „ჟირონას“ ფლობს, აქამდე უგულებელყო ყველა შეთავაზება სავიოს შესახებ. ახლა „სიტი“ ეცდება 19 წლის ბრაზილიელის გაფორმებას.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და 5 გაფრთხილება მიიღო.

0.121777