ფეხბურთი

3:07 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" მთავარ გუნდში 19 წლის ქართველი მცველი ვარჯიშობს

„დინამო თბილისის“ წევრი ლუკა ლაცაბიძე დიდი ალბათობით დონეცკის „შახტარში“ გადავა.

19 წლის ქართველი მცველი უკრაინულ გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზე ემზადება, სადაც მას აკვირდებიან და სავარაუდოდ კონტრაქტსაც გააფორმებს, რომლის დეტალები უცნობია.

შესაბამისად, დიდი შანსია, „შახტარში“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი თამაშობენ, ქართველთა რაოდენობა გაიზარდოს.

ლუკა ლაცაბიძემ 2023 წლის სეზონში „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა.

0.127434