ფეხბურთი

0:18 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა

ფიფამ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა. „მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა თავკაცმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

გვარდიოლას გარდა, სამეულში იყვნენ ლუჩანო სპალეტი და სიმონე ინძაგი, შესაბამისად, პეპმა მათ აჯობა.

„მადლობა ჯილდოსთვის. მინდა, ჩემი კომპლიმენტები ვუთხრა ლუჩანო სპალეტის და სიმონე ინძაგის. სპალეტიმ სკუდეტო მოიგო, ინძაგის წინააღმდეგ ფინალში გამარჯვება კი, ვიცი, რამდენად რთული იყო“, - თქვა გვარდიოლამ დაჯილდოებისას.

0.12881