ფეხბურთი

20:02 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალმა აფრიკის თასი მოგებით დაიწყო

აფრიკის თასზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა სენეგალის ნაკრებმა, რომელმაც გამბია იოლად, 3:0 დაამარცხა.

ალიუ სისეს გუნდი დასაწყისშივე პაპე გეიეს გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს სტუმართა ფეხბურთელის გაძევება დაემატა. მეორე ნახევარში „მეცის“ ნახევარმცველმა ლამინე კამარამ დუბლი შეასრულა და სენეგალელებმა ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს.

სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის მეორე ტურში 19 იანვარს, კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112351