ფეხბურთი

16:27 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივი" 12-მა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი უკვე შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

სეზონის დაწყებამდე გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ლოკომოტივი დატოვეს: თორნიკე კურტანიძემ, შალვა ვიბლიანმა, რეზი ხინჩიაშვილმა, საბა კიკნაძემ, ვინსენტ კალინდამ, აგრიპა მვილამ, ფლოიდ ჩილეშემ, დარტონ ბვალიამ.

კონტრაქტი დაუსრულდა გიორგი პირტახიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები - ლევან თანდილაშვილსა და გეგი გეგუჩაძეს. ლოკომოტივი ასევე დატოვა დავით გაბისონიამ.

0.116404