„ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ რიადშია, სადაც პირველად ივარჯიშეს. იტალიის სუპერთასზე ვალტერ მაძარის გუნდი ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება და ამ მატჩისთვის ემზადება.
გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც. ამრიგად, „ნაპოლის“ რთული პერიოდის მიუხედავად, ტიტულის მოგების შანსი აქვს. ამისთვის, „ფიორენტინასთან“ გამარჯვება, მერე კი ფინალის მოგება დასჭირდება.
„ნაპოლი“ ფლორენციულ გუნდს 18 იანვარს შეხვდება, ხოლო 19 იანვარს მეორე ნახევარფინალში „ინტერი“ და „ლაციო“ ითამაშებენ. იტალიის სუპერთასის ფინალი 22 იანვარსაა დაგეგმილი.